გაწვდით ინფორმაციას, ამჟამად არსებულ, სოფლის განვითარების სააგენტოს, თანადაფინანსების პროგრამაზე:
- საპილოტე პროგრამა ქალებისთვის.
პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
ასევე, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ფარავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
- ჩოხატაური;
- ვანი;
- ჩხოროწყუ.
გრანტის და თანადაფინანსების პირობები:
- თანადაფინანსება განისაზღვრება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 90%-ით, მაგრამ არა უმეტეს 25,000 ლარისა.
- დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა.
- პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები:
პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან/და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ჯამურად არა უმეტეს 5,000 კვ.მ მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ან/და ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ განახორციელებს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაციას ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტებას, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
განაცხადების განხილვის დროს, პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს რომელსაც:
- გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი;
- ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი;
- შემოტანილი აქვთ განაცხადი ყველაზე ადრე.
პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება 20 ნოემბერს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.