Start – Business Solutions 10 წლის გახდა !
ამ წლების განმავლობაში:
განვახორციელეთ 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი გულისხმობდა ბაზრის კვლევების, ბიზნესის შეფასების, ბიზნეს გეგმების, მიზანშეწონილობის კვლევების, საგრანტო განაცხადებისა და საინვესტიციო პროექტების მომზადებას;
გვყავდა 200-ზე მეტი დამკვეთი;
მუდმივად ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს ბიზნესთან დაკავშირებული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაში, ბიზნესის დაწყებასა და გაფართოებაში;
ამ პერიოდის განმავლობაში შევქმენით 5 სოციალური პროექტი, რომელიც სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურებოდა: Startups.ge, Startup.ge, სტარტაპ მარანი, Start in Georgia;
ამ პერიოდის განმავლობაში დავასაქმეთ 100-ზე მეტი ადამიანი;
კონსულტაცია გავუწიეთ სამი ათასამდე მეწარმეს და ბიზნესის დამწყებს;
ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებით ათასზე მეტ მეწარმეს დავეხმარეთ სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში;
გასულ წელს შევედით საგანმანათლებლო ინდუსტრიაში, მოვიპოვეთ გრანტი USAID-სგან led-skills development პროგრამის ფარგლებში. შედეგად, 750 ადამიანს მივეცით საშუალება გაევლოთ ონლაინ კურსები და მათგან, შერჩეული 40 ადამიანი პროფესიულად გადავამზადეთ ICT სექტორში;
სტარტი არის EBRD-ისა და RDA-ს ავტორიზებული საკონსულტაციო კომპანია;
2022 წელს გავხდით ენჯელ ინვესტორთა ქსელის, Axel-ის წევრები და დავიწყეთ ინვესტირება;
2023 ასევე დავიწყეთ თანამშრომლობა Global Compact-თან და გავხდით სოციალურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის წევრები;
საქართველოს ბანკის ბიზნესთან თანამშრომლობის ფარგლებში კონსულტაცია გავუწიეთ ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს;
სტარტი აქტიურად ეხმარება როგორც ბიზნესის დამწყებებს, ასევე მსხვილ კომპანიებს ფონდების მოძიებაში. ამ პერიოდის განმავლობაში 150 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაში მივიღეთ მონაწილეობა. ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო, ადგილობრივ დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც საგრანტო რესურსით ეხმარება მეწარმეობასა და ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
უკვე 10 წელია კომპანიის მიზანია გახდეს რაც შეიძლება მეტი კარგი ცვლილების სტარტი. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს შეიტანოს საკუთარი წვლილი საზოგადოების განვითარებაში და ხელი შეუწყოს ბევრ კარგ ბიზნეს წამოწყებას.