1.გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, USAID – ის, საგრანტო კონკურსზე:
ძლიერი სოფლის პროგრამა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ინტეგრაციას რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ ბაზრებთან.
პროგრამის პირობები:
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ითანამშრომლებს ბაზრის იმ მონაწილეებთან, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნე თემების ფერმერების, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ჩართვა წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში შემდეგ სექტორებსა და მუნიციპალიტეტებში:
- ახალი და გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული (მალფუჭებადი და არამალფუჭებადი) გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, საჩხერის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში;
- თხილი, ხურმა, კივი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება შრობა-გადამუშავებას ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში
- მოცვი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
თანადაფინანსების პირობები:
- განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა იქნება $100,000.
- განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%-ს ან მეტს.
ბენეფიციარი შეიძლება იყოს:
- საქართველოში რეგისტრირებული, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც აგრეგატორები და მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ სექტორებში.
- მათი ობიექტები განთავსებული უნდა იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში, მაგრამ, ასევე, შეიძლება იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტების გარეთ. ( ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ მუშაობს ფერმერებთან/მწარმოებლებთან სამიზნე თემებში )
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 მარტი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.