გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:
1.თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
თანადაფინანსების პირობები
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია
• მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის
• გრანტი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 150’000 ლარს.
• პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი
• დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 აპრილი.