გაწვდით ინფორმაციას, ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:
- თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
პროგრამის მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.
პროგრამის პირობები:
- საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს ან რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს;
- რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება დაფინანსების გაცემამდე პერიოდში.
თანადაფინანსების პირობები:
- დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის;
- დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;
- მოთხოვნილი გრანტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ფულადი ფორმით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.