გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა

10.04.2023

თუ გსურთ გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა შესაძლებობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება გადამამუშავებელი საწარმოების პროგრამის ფარგლებში.

იჩქარეთ, განაცხადების მიღება დაიწყო და გრძელდება 15 აპრილამდე.
გიზიარებთ პროგრამის პირობებს:

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
•პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500,000 ლარის;
•შეღავათიანი კრედიტს/ლიზინგს – არაუმეტეს 1,500,000 ლარი;
•წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.
პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 500,000 ლარი.

გეოგრაფიული არეალი:
•პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთისა.

პროექტის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები:
•ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
•პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
•პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონულად წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს;
•პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, ხოლო ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში ახალი საწარმოს შექმნას ან არსებული საწარმოს მოდერნიზებას/გაფართოებას ან არსებული საწარმოს რეაბილიტაციას;
•პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე, გარდა ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში.
•თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არაუმეტეს ერთი ბიზნეს-გეგმა. ამასთან, იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს თანადაფინანსების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ბენეფიციარს, არ შეიძლება იყოს მეორე კომპონენტის ბენეფიციარი.
•ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს კომპონენტით დადგენილ საზღვრებს;
•შექმნილი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებსა და სტანდარტებს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Leave a Reply