ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი კერძო სექტორისთვის

1.02.2024

გაწვდით ინფორმაციას, ამჟამად გამოცხადებულ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის, საგრანტო კონკურსზე:

  1. ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი კერძო სექტორისთვის.

პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით სულ მცირე 1 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

 

პროგრამის პირობები:

  • საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულება – განახლებადი ენერგია/ენერგოეფექტურობა/მოთხოვნის მართვა/ენერგიის მართვის სისტემები;
  • საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს;
  • პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებების ხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტი – მცირე და საშუალო ზომის განახლებადი ენერგიის პროექტების დეველოპერები;
  • განხორციელების ვადა – 2 წელზე ნაკლები;
  • განმეორებადობის შესაძლებლობა – საპილოტე პროექტის ხელახლა განხორციელება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ.
  • ეკომეგობრულობა – საპილოტე პროექტი უნდა ახდენდეს დადებით და აშკარა ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე, სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების გზით.
  • ხელმისაწვდომობა – თითოეული პოტენციური საპილოტე პროექტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებისთვის, შესაბამისი აღჭურვილობის მისაწოდებლად.

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:

  • კერძო სექტორის შენატანი – მინიმუმ 50%;
  • USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა – პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 50 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარს, ექვივალენტი ლარში;

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 19 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.