ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი კერძო სექტორისთვის

16.11.2023

გიზიარებთ ინფორმაციას, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის საგრანტო კონკურსზე:
1. ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი კერძო სექტორისთვის.
პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

პროგრამის პირობები:
•  საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულება – განახლებადი ენერგია/ ენერგოეფექტურობა/ მოთხოვნის მართვა/ ენერგიის მართვის სისტემები;
•  საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს;
•  პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის;
•  პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებების ხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

გეოგრაფიული არეალი:
• საპილოტე პროექტები უნდა იყოს გეოგრაფიულად გაფანტული.
• პროგრამა გაითვალისწინებს საპილოტე პროექტების გეოგრაფიული დაფარვის ზონას და შეეცდება, რომ თანაბრად გადაანაწილოს საპილოტე პროექტები საქართველოს ყველა რეგიონში.
• პროგრამა გაითვალისწინებს პროექტებს იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც არ არის განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები განვითარებული

ბენეფიციარის შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:
• კერძო სექტორის წარმომადგენელი – განმცხადებელი უნდა იყოს რეგისტრირებული მცირე ან საშუალო მეწარმედ, როგორც ეს განსაზღვრულია “ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში”;

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:
• მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის შენატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50%-ს, დამატებითი მნიშვნელობა მიენიჭება საპილოტე პროექტის ინიციატორებს, რომლებიც მზად არიან გააკეთონ უფრო დიდი მოცულობის შენატანები;
• პროგრამის მაქსიმალური თანადაფინანსება არ აღემატება თითოეული პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულების 50%-ს, მაქსიმუმ $100,000.

პროგრამაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე.

Leave a Reply