გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:
- თანადაფინანსების გრანტების სტარტაპებისთვის – ბიზნეს იდეების შეფასება
 
პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
პროგრამის პირობები:
- საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის
 - განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. ( რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე )
 
თანადაფინანსების პირობები:
- დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის
 - დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს
 - გრანტის მინიმუმ 10% განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი
 
ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 1 მარტი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.