ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)

23.06.2022

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, USDA-ის მიერ დაფინანსებულ და “Land O`Lakes International Development Georgia” (Ventue37)-ს მიერ განხორციელებულ საგრანტო კონკურსზე:

  1. ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)

პროგრამის მიზანია ადგილობრივი წარმოების მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტიულობის, მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროდუქტიულობის გასაუმჯობესებელ ტექნოლოგიებსა და პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და მათი გამოყენებით, რაც ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას.

პროგრამის პირობები:

მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების საწარმოო-სარეალიზაციო ჯაჭვის ფარგლებში მდგრადი წარმატების მისაღწევად, პროექტი მხარს დაუჭერს იმ ბიზნეს-წინადადებებს, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებიდან ერთ-ერთ სეგმენტში მაინც გეგმავს გაფართოებას ან გაუმჯობესებას:

  • ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • პროდუქციის წარმოების შემდგომი დამუშავება და შენახვა;
  • პროდუქტიულობის გაზრდა;
  • ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

განმცხადებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

SQIL-ი იღებს განაცხადებს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული, მოგებაზე ორიენტირებული საწარმოებიდან. დამწყები (ე.წ. „სტარტაპ“) ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღონ პროექტში. უფლებამოსილ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან:

  • მსხვილფეხა საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები (ფერმაში უნდა იყოს მინიმუმ 20 ზრდასრული მეხორცული ან მერძეული საქონელი, ხბოს რაოდენობის გამოკლებით).
  • რძის შემგროვებლები, რძისა და ხორცის გადამამუშავებლები, რომლებიც დაინტერესებული არიან გაზარდონ ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, რეალიზაცია და წარმადობა.
  • სასაკლაოები, რომელთაც აქვთ საჭიროება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ან წარმოებასთან.

თანადაფინანსების პირობები:

  • ნებისმიერი პროექტის მხარდასაჭერად SQIL-ის მიერ გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელი თანადაფინანსების პროექტის მთლიანი ღირებულების 50% -ს.
  • SQIL პროექტის მიერ გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75,000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობას ეროვნულ ვალუტაში (₾) და არ უნდა იყოს 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები. თანადაფინანსება განხორციელდება შესაბამისი დაფინანსების მიღების დღეს არსებული კურსით.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 ივნისი.

Leave a Reply