მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

15.05.2023

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საერთაშორისო ორგანიზაცია “HEKS-EPER GEORGIA”, საგრანტო კონკურსზე:

  1. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

პროგრამის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

 

პროგრამის პირობები:

გრანტები გათვლილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:

  • ბიზნესში ქალების ჩართულობა და მათი გაძლიერება (პროექტი დაინტერესებულია ქალი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებით და ასევე ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობით);
  • ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება (იგულისხმება ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირების ეთნიკური მრავალფეროვნება, გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის);
  • ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა/ევროკავშირის ბაზარზე წვდომა
  • ბიზნეს იდეის განაცხადში უნდა განიმარტოს, თუ როგორ შეუწყობს ხელს ბიზნეს საქმიანობა ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

გეოგრაფიული არეალი:

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში  მხარდაჭერილი იქნება 50 ბიზნეს საქმიანობა

პროგრამა ფარავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

  • მარნეული;
  • ბოლნისი;
  • დმანისი;
  • ახალციხე;
  • ახალქალაქი;
  • ნინოწმინდა.

დაფინანსების და თანამონაწილეობის პირობები:

დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:

  • 15 გრანტი – 2 000 ევრომდე
  • 16 გრანტი – 2 000 ევროდან – 5 000 ევრომდე
  • 16 გრანტი – 5 000 ევროდან – 10 000 ევრომდე
  • 3 გრანტი – 10 000 ევროდან – 60 000 ევრომდე (აღნიშნულ დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანას).

თანამონაწილეობის პირობები:

  • 2 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
  • 2 000 ევროდან 5 000 ევრომდე და 5 000 ევროდან 10 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
  • 10 000 ევროდან 60 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 50%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა.

ბენეფიციარისთვის დადგენილი კრიტერიუმები:

  • იყოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად (იურიდიული ან ფიზიკური პირი)
  • ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდეს პროექტის სამიზნე არეალში (მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში);
  • უნდა გააჩნდეს აღნიშნული ბიზნესის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • ქმნიდეს სასოფლო სამეურნეო ან არასასოფლო პროდუქტს/მომსახურებას;

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 5 ივნისი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Leave a Reply