ბიზნესის დაწყებას სჭირდება პროფესიონალური მიმართულების მიცემა და კარგად დაგეგმილი ეტაპების ეფექტურად გავლა.

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რა ბიზნესი დაიწყოთ “სტარტი” დაგეხმარებათ პირველი ეტაპების წარმატებულ გავლაში. გარდა ამისა ყოველი ბიზნესის დაწყებას თან ახლავს ბევრი ტექნიკური და რუტინული საკითხის გადაწყვეტა რაშიც თქვენ დაზოგავთ დროს, ნერვებს და ფინანსურ რესურსებს.

პროცესების კარგად დაგეგმვა, გუნდის დაკომპლექტება, ბრენდინგი, მართვის სისტემების დალაგება – ეს იმ სამუშაოების მხოლოდ ნაწილია რომელთა კარგად შესრულება ბიზნესის დაწყების პირველ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს ახალი ბიზნესების (მათ შორის ინოვაციურის) დაწყების და მხარდაჭერის საკმაოდ დიდი გამოცდილება. შესაბამისად ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეამცირებთ ბიზნესის წარუმატებელი სტარტის რისკებს და დაზოგავთ რესურსებს.

მეწარმე, ფაქტობრივად, ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იღებს ყველა იმ მომსახურებას, რაც საქმიანობის სწორად დაწყებასა და წარმართვაში ეხმარება – ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვით, სწორ კავშირებითა და ბიზნესის დაწყების შემდგომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.

რეალურად, თქვენ „სტარტთან“ თანამშრომლობით მიიღებთ საკუთარი იდეის წარმატებულ კომერციალიზაციას.