სტრატეგიული განვითარების გეგმა არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის მომავალს. მოცემულია ორგანიზაციული გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები და კონკრეტული გზები ამ მიზნების მისაღწევად.
სტრატეგიული განვითარების გეგმა საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ ბიზნეს გარემო, დაადგინოთ ორგანიზაციის პრიორიტეტები და თქვენი ბიზნესის მომავალი საქმიანობა, მიიღოთ არგუმენტირებული გადაწყვეტილებები ბიზნესის გაფართოებასთან და ზრდასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- ბიზნეს გარემოს სიღრმისეული ანალიზი, შიდა მოკვლევა;
- კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული ხედვა;
- ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხის იდენტიფიცირება;
- ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად დროში განსაზღვრული სტრატეგიული ნაბიჯების შემუშავება, იმპლემენტაციის დაგეგმვა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;
- სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა, ანალიზი და პროგნოზი.
სტრატეგიული განვითარების გეგმა დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატებით მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს რესურსების ოპტიმალური გამოყენებით.