ვინ არიან თქვენი კონკურენტები? რა არის მათი უნიკალური კომპეტენცია? როგორ არის ბაზრის წილი გადანაწილებული? – ამ კითხვებზე პასუხი მოგცემთ საშუალებას გქონდეთ სწორი სტრატეგიული პოზიციონირება. კონკურენტების შესწავლის შედეგად შესაძლებელია დაინახოთ ახალი შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ თავისუფალი ნიშები და განვითარების პერსპექტივები.
როდესაც იცნობ კონკურენტს კარგად, შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო მისი სამომავლო ქმედებები. კონკურენტების კვლევის შედეგად თქვენ შეძლებთ მომზადებული დახვდეთ მათ ინიციატივებს, სათანადოდ უპასუხოთ მათ გამოწვევებს ან დაასწროთ ცვლილებების განხორციელება.
კვლევის ხანგრძლივობა:
ერთჯერადი კვლევა – 3 კვირიდან 6 კვირამდე
უწყვეტი კვლევა – პერმანენტულად განახლებადი მონიტორინგი