„Start – Business Solutions“  არის კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, ორგანიზაციებს და ქვეყნებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით.

ჩვენი ყველა პროექტი ეყრდნობა კვლევის შედეგებს, რაც არის ჩვენი უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კი ჩვენს კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ, გააფართოონ და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი, მოახდინონ რისკების მინიმიზაცია და მიიღონ ოპტიმალური სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

ჩვენი ძირითადი პროდუქტება:

  • ბიზნეს მოდელის დამუშავება;
  • ბიზნეს გეგმის მომზადება;
  • მიზანშეწონილობის ანალიზი/კვლევა;
  • ფინანსური მოდელირება;
  • მარკეტინგული სტრატეგია;
  • სტრატეგიული განვითარების გეგმა;
  • დაფინანსების მოზიდვა;
  • ბაზრის კვლევა;
  • ახალი ბიზნესის შექმნის მხარდაჭერა;
  • ინვესტიციების მოზიდვა;
  • ბიზნესის შეფასება;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • E-commerce განვითარება.