გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა

14.05.2022

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად არსებულ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამებზე:

1.გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების რეაბილიტაცია, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია.
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას;

პროექტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
• შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
• სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი)*.

გრანტის მოცულობა:
• გრანტის მოცულობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, არაუმეტეს 500 000 ლარს.
• იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და პროექტს ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, მაშინ გრანტის მოცულობა შეადგენს პროექტის ღირებულების 50%-ს , არაუმეტეს 500 000 ლარს.

გეოგრაფიული არეალი
პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთისა.

პროექტის ბენეფიციარების ტექნიკური დახმარების მიმართულებებია :
ა) მარკეტინგის სფეროში (მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების შესახებ) ბენეფიციარის ინფორმირება და ამ მიზნით შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირება;
ბ) მარკეტინგულ სერვისებზე წვდომის მიზნით ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნაში დახმარება, თანადაფინანსების გზით.
გ) საწარმოს საკვანძო პერსონალის და მენეჯმენტისთვის ტრენინგების ჩატარების ხელშეწყობა;
დ) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა.

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყება 23 მაისს და დასრულდება 6 ივნისს.

2.შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა
შემნახველი საწარმოების კომპონენტის მიზანია ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების და შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.
კომპონენტი ითვალისწინებს ახალი შემნახველი საწარმოების შექმნით დაინტერესებული იურიდიული პირებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;

პროექტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
• შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
• სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი)*.

გრანტის მოცულობა:
• გრანტის მოცულობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, არაუმეტეს 500 000 ლარს.
• იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და პროექტს ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, მაშინ გრანტის მოცულობა შეადგენს პროექტის ღირებულების 50%-ს , არაუმეტეს 500 000 ლარს.

გეოგრაფიული არეალი
პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთისა.

შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყება 16 მაისს და დასრულდება 30 მაისს.

Leave a Reply