გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:
- ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის ( რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი )
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის ხელშეწყობას.
პროგრამის პირობები:
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- პროექტის გუნდის კომპეტენცია – გუნდი მზად არის გამოიყენოს შესაძლებლობა მოცემულ დროის პერიოდში; გუნდის წევრებს აქვთ ინდუსტრიის ექსპერტული ცოდნა; გუნდის წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება; გუნდში არ არის საკვანძო პოზიციის/პოზიციების დეფიციტი.
- პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი (ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა) – წარმოების გაზრდის მასშტაბი/ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი; გადასაწყვეტი პრობლემის მნიშვნელობა; ბაზრის კონკურენტულობა; კონკურენტების მდგომარეობა ბაზარზე; ბაზრის მასშტაბი (ადგილობრივი, რეგიონალური, გლობალური); ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი.
- კონკურენტული უპირატესობა/ინოვაციურობა – შემოთავაზებული ინოვაციის უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტების შეფასება; ინტელექტუალური საკუთრება ანდა მისი შექმნის პოტენციალი.
- რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა – მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.
გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს
- რაჭა-ლეჩხუმი;
- სამეგრელო;
- სვანეთი.
თანადაფინანსების პირობები:
- გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.