გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, აწარმოე საქართველოს, საგრანტო კონკურსზე:
- მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნად, აგრეთვე ახალი ბიზნესის წამოწყებას ან/და არსებული ბიზნესის გაფართოებას.
ბენეფიციარი შეიძლება იყოთ:
- თუ ხართ სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე;
- არ ხართ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის 2020-2022 წლის ბენეფიციარი / 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარი.
თანადაფინანსების პირობები:
- პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით;
- მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.
- პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების ხოლო არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
ბიზნესიდეების მიღება იწყება 3 აპრილიდან.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.